WordPress-ის უსაფრთხოების ჩეკლისტი: 10 ნაბიჯი
27.11.2026 · WordPress
- რეგულარულად განაახლეთ ბირთვი, თემები და მოდულები; მოძველებული მოდულები შეღწევის ყველაზე ხშირი გზაა.
- წაშალეთ გამოუყენებელი მოდულები და თემები — გათიშული კოდიც შეიძლება გამოიყენონ.
- გამოიყენეთ უნიკალური, გრძელი პაროლები და პაროლების მენეჯერი.
- ჩართეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია ყველა ადმინისტრატორისთვის.
- ნუ გამოიყენებთ „admin“-ს მომხმარებლის სახელად და შეზღუდეთ ადმინისტრატორების რაოდენობა.
- შეზღუდეთ შესვლის მცდელობები უსაფრთხოების მოდულით ან სერვერის წესებით.
- მოდულები მხოლოდ სანდო წყაროდან დააყენეთ — არასდროს „nulled“ ფასიანი მოდულები.
- HTTPS ყველგან და HTTP-ის გადამისამართება HTTPS-ზე.
- გქონდეთ შემოწმებული ბექაპები — ჩვენს საზიარო ჰოსტინგზე ბექაპები უფასოა.
- თვალი ადევნეთ უცნაურ ცვლილებებს: ახალი ადმინები, უცნობი ფაილები, სპამ-გვერდები Google-ში.
Hostings.ge-ს ჰოსტინგზე Imunify360 ფაილებს ამოწმებს და ბევრ შეტევას ავტომატურად ბლოკავს, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯები თქვენი საქმეა.