სერვერების მდებარეობა
Hostings.ge-ს სერვისები მუშაობს ორ ლოკაციაში: ჩვენს საკუთარ დატა-ცენტრში თბილისში და Hetzner-ის დატა-ცენტრში გერმანიაში.
საქართველო — საკუთარი დატა-ცენტრი
თბილისი
აქ მუშაობს ჩვენი ქართული ვირტუალური სერვერები (VMware). აპარატურას, ქსელს და უსაფრთხოებას ჩვენი გუნდი თავად მართავს — ამიტომ პრობლემაზე რეაგირება წუთებში ხდება და არა მესამე მხარის რიგში.
ქართველი ვიზიტორებისთვის ეს უმოკლესი გზაა: საიტი რამდენიმე მილიწამში პასუხობს, ხოლო მონაცემები ქვეყნის ფარგლებს არ ტოვებს.
გერმანია — Hetzner
ფალკენშტაინი / ნიურნბერგი
Hetzner Online ევროპის ერთ-ერთი უდიდესი დატა-ცენტრების ოპერატორია; მისი პარკები დაკავშირებულია ფრანკფურტის DE-CIX-თან. აქ დგას საზიარო cPanel ჰოსტინგი, Plesk Windows ჰოსტინგი, ჩვენი ევროპული ვირტუალური სერვერები (VMware, ხელით ინსტალაცია) და გამოყოფილი სერვერები.
რომელი სერვისი სად დგას
| სერვისი | ლოკაცია |
|---|---|
| საზიარო ჰოსტინგი (cPanel) | გერმანია — Hetzner |
| Plesk Windows ჰოსტინგი | გერმანია — Hetzner |
| ქართული VPS | თბილისი — საკუთარი დატა-ცენტრი |
| ევროპული VPS | გერმანია — Hetzner |
| გამოყოფილი სერვერები | გერმანია — Hetzner |
ორივე ლოკაციაში
- დარეზერვებული კვება და ქსელი.
- წვდომის კონტროლი და 24/7 მონიტორინგი.
- DDoS ფილტრაცია ქსელის დონეზე.