კითხვები და პასუხები (22)
კითხვების უმეტესობაზე პასუხი აქ არის. თუ ვერ იპოვეთ — დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ.
შეკვეთა და გადახდა
როგორ შევუკვეთო სერვისი?
აირჩიეთ პაკეტი საიტზე და დააჭირეთ „შეკვეთა“. გადახვალთ billing.hostings.ge-ზე, სადაც შექმნით ანგარიშს და გადაიხდით.
რა ვალუტაშია ფასები?
ყველა ფასი და ინვოისი ლარშია, დამატებითი გადასახადების გარეშე.
როგორ შემიძლია გადახდა?
ბარათით (Visa, Mastercard), საქართველოს ბანკის ან თიბისის გადარიცხვით, PayPal-ით ან კრიპტოვალუტით.
მივიღებ ინვოისს კომპანიაზე?
დიახ, მიუთითეთ რეკვიზიტები ბილინგში ან მოგვწერეთ support@hostings.ge.
რა მოხდება, თუ დროზე არ გადავიხდი?
სერვისი ჯერ შეჩერდება, შემდეგ კი წაიშლება. ჩართეთ ავტომატური გადახდა ან შეავსეთ ბალანსი.
ჰოსტინგი
რომელი პაკეტი ავირჩიო?
ერთი საიტისთვის — „საზიარო ორი“ ან „სამი“; რამდენიმე საიტისა და მაღაზიისთვის — „ოთხი“ და ზემოთ.
შეიძლება პაკეტის გაზრდა?
დიახ, ნებისმიერ დროს ბილინგიდან; იხდით მხოლოდ სხვაობას.
SSL უფასოა?
დიახ, ყველა დომენი ავტომატურად იღებს უფასო სერტიფიკატს.
გადმოგაქვთ საიტი უფასოდ?
დიახ, cPanel-იდან, Plesk-იდან და სხვა პანელებიდან.
სად დგას ჰოსტინგის სერვერები?
საზიარო cPanel და Plesk Windows ჰოსტინგი მუშაობს Hetzner-ის დატა-ცენტრში, გერმანიაში. საქართველოში, ჩვენს საკუთარ დატა-ცენტრში, მხოლოდ ქართული ვირტუალური სერვერებია.
VPS და სერვერები
რით განსხვავდება ქართული და ევროპული VPS?
ორივე მუშაობს VMware-ზე. ქართული დგას ჩვენს დატა-ცენტრში თბილისში და აქტიურდება მყისიერად; ევროპული — Hetzner-ში, გერმანიაში, და ყენდება ხელით დაახლოებით 2 საათში. ფასი ერთნაირია.
რამდენ ხანში აქტიურდება VPS?
ქართული — გადახდისთანავე; ევროპული — დაახლოებით 2 საათში, რადგან ყენდება ხელით სუფთა ოფიციალური ISO-დან ბოლო განახლებებით.
მაქვს სრული წვდომა?
დიახ, root (Linux) ან Administrator (Windows).
შედის Windows-ის ლიცენზია?
Windows Server-ის ლიცენზია ცალკე ფორმდება — დაგვიკავშირდით.
გამოყოფილი სერვერი რამდენ ხანში მზადდება?
ჩვეულებრივ 1–3 სამუშაო დღეში. შეკვეთამდე მარაგი გადაამოწმეთ.
დომენები
როგორ დავარეგისტრირო .ge დომენი?
მოძებნეთ სახელი საიტზე და გააფორმეთ ბილინგში. ზოგიერთ ქვეზონას დოკუმენტები სჭირდება.
როგორ გადმოვიტანო დომენი?
მოხსენით ბლოკი ძველ რეგისტრატორთან, აიღეთ EPP კოდი და დაიწყეთ გადმოტანა ბილინგში.
რა არის თქვენი NS სერვერები?
ns1.hostings.ge და ns2.hostings.ge.
ბრუნდება დომენის საფასური?
არა, დომენის რეგისტრაცია, განახლება და გადმოტანა არ ბრუნდება.
მხარდაჭერა
როგორ დაგიკავშირდეთ?
ტელეფონით +995 (32) 2 05 42 32, WhatsApp-ით +995 (592) 05 42 32, ელ-ფოსტით support@hostings.ge ან ტიკეტით — 24/7.
რა ენებზე მეხმარებით?
ქართულად, ინგლისურად და რუსულად.
ბრუნდება თანხა?
ჰოსტინგსა და VPS-ზე — 30 დღის განმავლობაში. დეტალები იხ. „თანხის დაბრუნების პირობები“.
ვერაფერი მოიძებნა.