WordPress-ის უსაფრთხოების ჩეკლისტი: 10 ნაბიჯი

27.11.2026 · WordPress

WordPress-ის უსაფრთხოების ჩეკლისტი: 10 ნაბიჯი
  1. რეგულარულად განაახლეთ ბირთვი, თემები და მოდულები; მოძველებული მოდულები შეღწევის ყველაზე ხშირი გზაა.
  2. წაშალეთ გამოუყენებელი მოდულები და თემები — გათიშული კოდიც შეიძლება გამოიყენონ.
  3. გამოიყენეთ უნიკალური, გრძელი პაროლები და პაროლების მენეჯერი.
  4. ჩართეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია ყველა ადმინისტრატორისთვის.
  5. ნუ გამოიყენებთ „admin“-ს მომხმარებლის სახელად და შეზღუდეთ ადმინისტრატორების რაოდენობა.
  6. შეზღუდეთ შესვლის მცდელობები უსაფრთხოების მოდულით ან სერვერის წესებით.
  7. მოდულები მხოლოდ სანდო წყაროდან დააყენეთ — არასდროს „nulled“ ფასიანი მოდულები.
  8. HTTPS ყველგან და HTTP-ის გადამისამართება HTTPS-ზე.
  9. გქონდეთ შემოწმებული ბექაპები — ჩვენს საზიარო ჰოსტინგზე ბექაპები უფასოა.
  10. თვალი ადევნეთ უცნაურ ცვლილებებს: ახალი ადმინები, უცნობი ფაილები, სპამ-გვერდები Google-ში.

Hostings.ge-ს ჰოსტინგზე Imunify360 ფაილებს ამოწმებს და ბევრ შეტევას ავტომატურად ბლოკავს, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯები თქვენი საქმეა.

ყველა სტატია

მოდი, თქვენი საიტი ინტერნეტში გავიყვანოთ

აირჩიეთ პაკეტი ან დაგვირეკეთ — დაგეხმარებით არჩევაში და საიტს უფასოდ გადმოვიტანთ.