ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა
ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა („იუ პოლიტიკა“) ეძღვნება ინფორმაციას, რომელსაც მართავს კომპანია შპს ჰოსტინგი, („LLC Hostings“).
იუ პოლიტიკის ფოკუსი:
იუ პოლიტიკა ორიენტირებულია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ავთენტურობის, მთლიანობისა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფაზე მოქმედი კანონმდებლობისა და ISO/IEC 27001:2022 სტანდარტის („ინფორმაციული ტექნოლოგიები – უსაფრთხოების მეთოდები – ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემები – მოთხოვნები“) მოთხოვნების შესაბამისად შპს ჰოსტინგი -ს საქმიანობის კონტექსტში.
იუ პოლიტიკის განხორციელება: იუ პოლიტიკის განხორციელება ეფუძნება რისკების შეფასებას იმ საფრთხეებისა და მოწყვლადობების თვალსაზრისით, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს შპს ჰოსტინგი -ს მიერ მართული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე, და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის გაუმჯობესებაზე გამოვლენილი რისკების მისაღებ დონემდე შესამცირებლად.
იუ პოლიტიკის მიზნები:
პრიორიტეტი ენიჭება კონფიდენციალური ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების დაცვას არაავტორიზებული გამჟღავნების ან გამოყენებისგან.
ინფორმაცია დროულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი მის დასამუშავებლად უფლებამოსილი პირებისთვის და გამოყენებული უნდა იქნას ავტორიზაციის შესაბამისად.
ინფორმაცია უნდა იყოს რელევანტური და საკმარისი მისი წყაროს, მისი შემქმნელი და/ან დამმუშავებელი პირის იდენტიფიცირებისთვის.
ინფორმაცია არ შეიძლება უკანონოდ შეიცვალოს, განადგურდეს ან დაიკარგოს.
ინფორმაცია არ შეიძლება განზრახ ან შემთხვევით გამჟღავნდეს იმ პირებისთვის, რომლებსაც არ აქვთ მასზე წვდომის უფლება.
შიდა მომხმარებლებმა პერიოდულად უნდა გაიარონ ტრენინგი და ინსტრუქტაჟი ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე.
იუ პოლიტიკა ხორციელდება კიბერუსაფრთხოებისა და ბიზნესის უწყვეტობის პოლიტიკებთან ერთდროულად კომპლექსურობის, პროცედურული მიდგომის, ფუნქციების გამიჯვნის, არაფორმალური აღსრულების, სოციალური ინჟინერიის მეთოდებისადმი მედეგობის, უსაფრთხოებით გადაღლის თავიდან აცილების, ცოდნის აუცილებლობის (need-to-know), პროპორციულობის, ბალანსისა და ეფექტურობის პრინციპების შესაბამისად.