მონაცემთა დაცვა (GDPR)
განახლდა: 27.11.2026
ევროკავშირისა და ეეზ-ის მომხმარებლების მონაცემებს ვამუშავებთ GDPR-ის შესაბამისად, დანარჩენი მომხმარებლებისას — საქართველოს კანონით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“.
ჩვენი როლი
- დამმუშავებელი — ანგარიშის, ბილინგისა და მხარდაჭერის მონაცემებისთვის.
- უფლებამოსილი პირი — მონაცემებისთვის, რომლებსაც კლიენტი ინახავს ჩვენს სერვერებზე. ვამუშავებთ მხოლოდ კლიენტის მითითებით. მონაცემთა დამუშავების შეთანხმება (DPA) ხელმისაწვდომია მოთხოვნით.
თქვენი უფლებები
- წვდომა და ასლის მიღება.
- გასწორება.
- წაშლა, როცა შენახვის სამართლებრივი ვალდებულება არ არსებობს.
- დამუშავების შეზღუდვა და შეწინააღმდეგება.
- მონაცემების გადატანა.
- თანხმობის გამოხმობა ნებისმიერ დროს.
მოთხოვნა გამოგვიგზავნეთ support@hostings.ge ანგარიშზე მითითებული მისამართიდან. ვპასუხობთ 30 დღეში.
უსაფრთხოება და ინციდენტები
ვმოქმედებთ ISO/IEC 27001-ის პრინციპებით (იხ. ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა). მონაცემთა გაჟონვის შემთხვევაში, თუ ის რისკს ქმნის, ვატყობინებთ ზედამხედველ ორგანოს და დაზარალებულ კლიენტებს კანონით დადგენილ ვადაში.