სერვერების მდებარეობა

Hostings.ge-ს სერვისები მუშაობს ორ ლოკაციაში: ჩვენს საკუთარ დატა-ცენტრში თბილისში და Hetzner-ის დატა-ცენტრში გერმანიაში.

GE

საქართველო — საკუთარი დატა-ცენტრი

თბილისი

აქ მუშაობს ჩვენი ქართული ვირტუალური სერვერები (VMware). აპარატურას, ქსელს და უსაფრთხოებას ჩვენი გუნდი თავად მართავს — ამიტომ პრობლემაზე რეაგირება წუთებში ხდება და არა მესამე მხარის რიგში.

ქართველი ვიზიტორებისთვის ეს უმოკლესი გზაა: საიტი რამდენიმე მილიწამში პასუხობს, ხოლო მონაცემები ქვეყნის ფარგლებს არ ტოვებს.

შესაფერისია: პროექტები, რომლებსაც საქართველოში მინიმალური დაყოვნება ან ქვეყანაში მონაცემების შენახვა სჭირდებათ

DE

გერმანია — Hetzner

ფალკენშტაინი / ნიურნბერგი

Hetzner Online ევროპის ერთ-ერთი უდიდესი დატა-ცენტრების ოპერატორია; მისი პარკები დაკავშირებულია ფრანკფურტის DE-CIX-თან. აქ დგას საზიარო cPanel ჰოსტინგი, Plesk Windows ჰოსტინგი, ჩვენი ევროპული ვირტუალური სერვერები (VMware, ხელით ინსტალაცია) და გამოყოფილი სერვერები.

შესაფერისია: ვებ-საიტები, ევროპული აუდიტორია, საერთაშორისო პროექტები, მძიმე დატვირთვა

რომელი სერვისი სად დგას

სერვისილოკაცია
საზიარო ჰოსტინგი (cPanel)გერმანია — Hetzner
Plesk Windows ჰოსტინგიგერმანია — Hetzner
ქართული VPSთბილისი — საკუთარი დატა-ცენტრი
ევროპული VPSგერმანია — Hetzner
გამოყოფილი სერვერებიგერმანია — Hetzner

ორივე ლოკაციაში

  • დარეზერვებული კვება და ქსელი.
  • წვდომის კონტროლი და 24/7 მონიტორინგი.
  • DDoS ფილტრაცია ქსელის დონეზე.

მოდი, თქვენი საიტი ინტერნეტში გავიყვანოთ

აირჩიეთ პაკეტი ან დაგვირეკეთ — დაგეხმარებით არჩევაში და საიტს უფასოდ გადმოვიტანთ.