ახალი: ფასიანი მხარდაჭერა პირადი მენეჯერით, მონიტორინგითა და სრული მომსახურებით
27.11.2026 · სიახლეები
Hostings.ge-ში სტანდარტული მხარდაჭერა უფასო რჩება — ტელეფონი, WhatsApp, ელ-ფოსტა და ტიკეტები, 24/7.
კომპანიებისთვის, რომლებსაც სწრაფი რეაგირება და სისტემებზე მუდმივი დაკვირვება სჭირდებათ, შემოვიღეთ ფასიანი მხარდაჭერა სამი თვიური პაკეტით:
- პირადი მენეჯერი — პერსონალური მენეჯერი და ტექნიკოსი WhatsApp-ში, პრიორიტეტული მომსახურება და რჩევები Hostings.ge-ს ყველა თქვენს სერვისზე.
- მონიტორინგი — ვაკვირდებით თქვენს სერვერებს, საიტებს ან აპლიკაციებს (ხელმისაწვდომობა, პორტები, SSL-ის ვადა, დისკი და დატვირთვა) და გატყობინებთ; თუ არავინ რეაგირებს, ტექნიკოსი გირეკავთ.
- სრული მომსახურება — ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი, დამატებით ჩვენი ტექნიკოსი პრობლემას თავად ასწორებს და რეპორტს გიგზავნით. თვეში ხუთ საათამდე გამოსწორების სამუშაო შედის.
ყველა პაკეტი თვიურად იხდება და ნებისმიერი პერიოდის ბოლოს შეიძლება გაუქმდეს. დეტალები და ფასები — ფასიანი მხარდაჭერის გვერდზე.