პერსონალური მონაცემების შეგროვება საიტზე: პრაქტიკული საფუძვლები
27.11.2026 · ბიზნესი ონლაინ
თითქმის ყველა საიტი აგროვებს პერსონალურ მონაცემებს: საკონტაქტო ფორმა, შეკვეთა, რასილკის გამოწერა, ანალიტიკის cookie-ები. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი და ევროკავშირის ვიზიტორებისთვის GDPR ადგენს მოლოდინებს, როგორ უნდა მოეპყროთ მათ. ეს სტატია პრაქტიკული რჩევაა და არა იურიდიული კონსულტაცია.
## კარგი პრაქტიკა
- შეაგროვეთ მხოლოდ საჭირო. საკონტაქტო ფორმას იშვიათად სჭირდება დაბადების თარიღი.
- მკაფიოდ ახსენით კონფიდენციალურობის პოლიტიკაში: რას აგროვებთ, რატომ, რამდენ ხანს ინახავთ და ვის უზიარებთ.
- მოითხოვეთ თანხმობა, სადაც საჭიროა — მაგ. არააუცილებელი cookie-ებისა და მარკეტინგული წერილებისთვის — და უარის თქმა ისეთივე მარტივი იყოს, როგორც დათანხმება.
- დაიცავით ტექნიკურად: HTTPS, ძლიერი პაროლები, განახლებები, შეზღუდული ადმინ-წვდომა, ბექაპები.
- წაშალეთ ის, რაც აღარ გჭირდებათ და უპასუხეთ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი მონაცემების ნახვას ან წაშლას ითხოვენ.
- ფრთხილად აირჩიეთ პროვაიდერები და იცოდეთ, სად ინახება მონაცემები. ქართული VPS მონაცემებს თბილისში ინახავს; სხვა სერვისები Hetzner-ში, გერმანიაში მუშაობს.
## მიიღეთ რჩევა
კონკრეტული ვალდებულებებისთვის — რეესტრები, ხელშეკრულებები დამმუშავებლებთან, საზღვარგარეთ გადაცემა — მიმართეთ იურისტს, რომელიც საქართველოს მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას იცნობს. იხილეთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა და GDPR გვერდი.