ახალი Hostings.ge: ცხრა ენა და უფრო გასაგები გვერდები
27.11.2026 · სიახლეები
გავუშვით მთლიანად განახლებული Hostings.ge.
## რა არის ახალი
- ინტერფეისი ცხრა ენაზე: ქართული, ინგლისური, რუსული, გერმანული, უკრაინული, თურქული, ყაზახური, სომხური და აზერბაიჯანული. დეტალური იურიდიული და დამხმარე გვერდები ეტაპობრივად ითარგმნება.
- მკაფიო სერვისების გვერდები ფასებით ლარში და პაკეტების სწრაფი შედარებით.
- ლოკაციები პირდაპირ: ქართული VPS ჩვენს საკუთარ დატა-ცენტრში, თბილისში; საზიარო და Plesk ჰოსტინგი, ევროპული VPS და გამოყოფილი სერვერები — Hetzner-ში, გერმანიაში. იხილეთ სერვერების ლოკაციები.
- ახალი გვერდები: SSL სერტიფიკატები, NordVPN, ხელით აწყობილი სერვერები და ფასიანი მხარდაჭერა.
- მუქი და ღია რეჟიმი, უფრო სწრაფი გვერდები და უკეთესი მობილური ვერსია.
- ეს ბლოგი პრაქტიკული სტატიებით ჰოსტინგზე, WordPress-ზე, დომენებზე, სერვერებსა და ფოსტაზე.
შეკვეთა, ინვოისები და ტიკეტები ისევ ნაცნობ ბილინგშია. თუ რამე ისე არ მუშაობს, როგორც მოელით, მოგვწერეთ support@hostings.ge-ზე.