+995 (32) 250 06 07
info@hostings.ge
რას გულისხმობს ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა და როგორ ვიყენებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას
ჰოსტინგი საქართველოში
ვირტუალური სერვერი
განთავსებული საიტი
ტექნიკური დახმარება
რას გულისხმობს ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა და როგორ ვიყენებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას:
ჩვენი (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ოპერატორი“ და „ჰოსტინგი“ ნიშნავს შპს „ჰოსტინგის“)
კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს თუ როგორ ხდება თქვენ შესახებ პერსონალური
ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება, გაზიარება და დაცვა ჩვენ მიერ. თუ ჩვენი მხრიდან მოხდება ამ
პოლიტიკის განახლება, ნებისმიერი ასეთი ცვლილება გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე.
1. თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის შეგროვება
1.1. თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის შეგროვება შესაძლებელია განხორციელდეს მაშინ,
როდესაც თქვენ:
1.2 შესაბამისი საჭიროებისას, ჩვენ ასევე შეგვიძლია შევაგროვოთ თქვენ შესახებ ინფორმაცია სხვა
ორგანიზაციებიდან. როგორიცაა, მაგრამ არამხოლოდ – თაღლითური შემთხვევების პრევენციის სფეროში
მოქმედი სააგენტოები, ბიზნეს ცნობარები და საკრედიტო-საინფორმაციო ორგანიზაციები. ჩვენ ასევე
შეგვიძლია შევაგროვოთ თქვენ შესახებ ინფორმაცია ჩვენი სხვა საქმიანობების ფარგლებში, ასევე ჩვენი
პარტნიორი კომპანიებიდან თუ სხვა კომპანიებიდან.
2.1 ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ დამოკიდებულია მაგთიკომის იმ პროდუქტებსა და
მომსახურებებზე, რომლითაც თქვენ სარგებლობთ ან/და გაქვთ გამოწერილი. ის მოიცავს, მაგრამ არ
შემოიფარგლება:
2.2 ჩვენ ასევე ვაგროვებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ხდება თქვენ მიერ ჩვენი პროდუქტებითა
და მომსახურებებით სარგებლობა, როგორიცაა ინფორმაცია:
3. თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენება
3.1. ჩვენ შესაძლებელია გამოვიყენოთ და გავაანალიზოთ თქვენ შესახებ ინფორმაცია, რათა:
3.2. ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ წარმოადგენს თქვენ მიახლოებით ადგილმდებარეობას, რაც
ეფუძნება უახლოეს მობილური სადგურის მონაცემებს. შედეგად, ის იცვლება იმისდა მიხედვით თუ როგორ
გადაადგილდებით მობილურ ტელეფონთან ერთად;
3.3. ჩვენ შევინახავთ თქვენ შესახებ ინფორმაციას იმ ვადით, რაც მოთხოვნილია კანონმდებლობით. იმ
შემთხვევაში თუ არ არსებობს სამართლებრივი მოთხოვნა, ჩვენ მას შევინახავთ მხოლოდ იმ ვადით, რა
ვადითაც ჩვენ გვაქვს ამის საჭიროება. ჩვენ ასევე შევინახავთ თქვენ შესახებ გარკვეულ პერსონალურ
ინფორმაციას ხელშეკრულების შეწყვეტიდან გონივრული ვადით – მხოლოდ იმ შემთხვევისათვის, თუ
თქვენ გადაწყვეტთ ჩვენი მომსახურებებით ხელახლა სარგებლობას. ამ დროის განმავლობაში ჩვენ, ან ჩვენი
რომელიმე პარტნიორი კომპანია შესაძლებელია დაგიკავშირდეთ მაგთიკომის მომსახურებებთან
დაკავშირებით, თუ თქვენ სათანადო ფორმით არ განგიცხადებიათ უარი ჩვენი მხრიდან მარკეტინგული
ინფორმაციის მიღებაზე.
4. თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის გაზიარება
4.1. ჩვენ შესაძლებელია გავუზიაროთ თქვენ შესახებ ინფორმაცია:
4.2. ჩვენ გავცემთ ინფორმაციას იმ შემთხვევაში თუ ის გონივრულად აუცილებელია თაღლითური
შემთხვევისაგან ჩვენი დაცვის, ჩვენი უფლებებისა და ქონების დაცვის ან ჩვენი მომხმარებლების
ინტერესების დაცვის მიზნით;
4.3. თუ განხორციელდება ჩვენი რეორგანიზაცია ან მფლობელობის შეცვლა, ჩვენ უფლება გვაქვს
მოვახდინოთ თქვენ შესახებ ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციის გადაცემა ამ ორგანიზაციისათვის.
4.4. ჩვენ შესაძლებელია დაგვჭირდეს თქვენ შესახებ ინფორმაციის გადაცემა საქართველოს ფარგლებს
გარეთ არსებულ სხვა კომპანიებზე და მომსახურების მიმწოდებლებზე. ეს შესაძლებელია მოხდეს იმ
შემთხვევებში, თუ ჩვენი სერვერები ან მიმწოდებლები ან მომსახურების მიმწოდებლები
განთავსებულია/იმყოფებიან საქართველოს ფარგლებს გარეთ ან თუ თქვენ სარგებლობთ ჩვენი
პროდუქტებით და მომსახურებებით საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს.
4.5. ჩვენ შესაძლებელია ასევე გავუზიაროთ თქვენ შესახებ ინფორმაცია იმ პარტნიორ ორგანიზაციებს,
რომლებიც გულმოდგინედ იქნა შერჩეული, რათა ისინი დაგიკავშირდნენ თავიანთ პროდუქტებსა და
მომსახურებებთან დაკავშირებით.
5. თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვა
5.1. ჩვენ გვყავს სპეციალიზებული უსაფრთხოების გუნდი, რომელიც მუდმივად ამოწმებს და ახდენს იმ ზომების გაუმჯობესებას, რომელთა მიზანია პერსონალური ინფორმაციის დაცვა უნებართვო წვდომისაგან, შემთხვევითი წაშლისაგან, გამჟღავნებისაგან ან განადგურებისაგან.
5.2. თუ ჩვენ გაგვაჩნია სახელშეკრულებო ურთიერთობა ისეთ ორგანიზაციასთან, რომელიც გვაწვდის მომსახურებებს ან მომსახურებას და ჩვენი სახელით ამუშავებს თქვენ შესახებ პერსონალურ ინფორმაციას, ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ ისინი იღებდნენ სათანადო უსაფრთხოების ზომებს დაამუშაონ თქვენ შესახებ პერსონალურ ინფორმაცია მხოლოდ ჩვენგან ნებადართულ ფარგლებში. ასეთ ორგანიზაციებს არ ეძლევათ უფლება გამოიყენონ თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია თავიანთი მიზნებისათვის. თუ ამის აუცილებლობა არსებობს, ჩვენი უსაფრთხოების გუნდი ამოწმებს მათ, რათა ისინი აკმაყოფილებდნენ ჩვენ მიერ დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს.
5.3. ინტერნეტის (როგორიცაა ელექტრონული ფოსტა, მაგრამ არამხოლოდ) საშუალებით გადაცემული კომუნიკაცია არ არის უსაფრთხო, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის არის დაშიფრული. თქვენმა კომუნიკაციამ შესაძლოა გაიაროს რამდენიმე ქვეყანა, სანამ ის მიაღწევს დანიშნულების ადგილს – რადგან ასეთია ინტერნეტის ბუნება. ჩვენ არ შეგვიძლია პასუხისმგებლობა ავიღოთ იმ ნებისმიერ უნებართვო წვდომაზე ან პერსონალური ინფორმაციის დაკარგვაზე, რაც ცდება ჩვენი კონტროლის ფარგლებს.
6. კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული თქვენი უფლებები
6.1. თქვენ შეგიძლიათ მოგვწეროთ ნებისმიერ დროს იმ პერსონალური ინფორმაციის ასლის მიღების
მიზნით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია თქვენთან დაკავშირებით.
6.2. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ჩვენ გაგვაჩნია თქვენ შესახებ არაზუსტი ინფორმაცია გთხოვთ
დაუკავშირდეთ ჩვენ ცხელ ხაზს სათანადო ფორმით.
6.3. თქვენ შეგიძლიათ უარი განაცხადოთ მარკეტინგული ინფორმაციის მიღებაზე სათანადო ფორმით.
მიიღე ტექნიკური დამხამრება ნებისმიერ დროს ნებისმიერ საკითხზე მხოლოდ ბილეთების მეშვეობით, ჩვენი ჯგუფი დაგეხმარებათ და სრულიად უსასყიდლოდ გადმოიტანს თვენს საიტს ჩვენს სერვერზე.
ჩვენი სერვისები ყველასთვის ხელმისაწვდომია. გაიარე რეგისტრაცია და მიიღე ფასდაკლება!