რას გულისხმობს ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა და როგორ ვიყენებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას:

ჩვენი (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ოპერატორი“ და „ჰოსტინგი“ ნიშნავს შპს „ჰოსტინგი“) კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს თუ როგორ ხდება თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება, გაზიარება და დაცვა ჩვენ მიერ. თუ ჩვენი მხრიდან მოხდება ამ პოლიტიკის განახლება, ნებისმიერი ასეთი ცვლილება გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე.

1. თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის შეგროვება

1.1. თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის შეგროვება შესაძლებელია განხორციელდეს მაშინ, როდესაც თქვენ:

  • ჩვენგან იძენთ რაიმე პროდუქტს ან მომსახურებას (მათ შორის, პროდუქტების ან მომსახურების შეძენა ონლაინ რეჟიმში, პორტალით, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, ოფისში, სხვა საცალო რეალიზაციის პუნქტში ან ნებისმიერი სხვა ფორმით, რაც გამოყენებული იქნება ოპერატორის მიერ);
  • რეგისტრირდებით კონკრეტულ პროდუქტზე ან მომსახურებაზე (მათ შორის, არეგისტრირებთ რა თქვენ სახელს და მისამართს საკომუნიკაციო მომსახურებისათვის ან ჩვენთან ქმნით ელექტრონულ ანგარიშს);
  • ჩვენგან იწერთ სიახლეებს, გამაფრთხილებელ შეტყობინებებს ან სხვა მომსახურებებს;
  • ჩვენგან ითხოვთ რომელიმე პროდუქტის ან მომსახურების შესახებ დამატებით ინფორმაციას ან მოგვმართავთ შეკითხვით ან საჩივრით;
  • მონაწილეობას იღებთ კონკურსში, ჯილდოს გათამაშებაში ან კვლევაში;
  • სარგებლობთ ჩვენი პროდუქტებითა ან მომსახურებებით;
  • ნახულობთ ან ათვალიერებთ ჩვენ ვებგვერდებს

1.2. შესაბამისი საჭიროებისას, ჩვენ ასევე შეგვიძლია შევაგროვოთ თქვენ შესახებ ინფორმაცია სხვა ორგანიზაციებიდან. როგორიცაა, მაგრამ არამხოლოდ – თაღლითური შემთხვევების პრევენციის სფეროში მოქმედი სააგენტოები, ბიზნეს ცნობარები და საკრედიტო-საინფორმაციო ორგანიზაციები. ჩვენ ასევე შეგვიძლია შევაგროვოთ თქვენ შესახებ ინფორმაცია ჩვენი სხვა საქმიანობების ფარგლებში, ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან თუ სხვა კომპანიებიდან.

2. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ

2.1. ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ დამოკიდებულია მაგთიკომის იმ პროდუქტებსა და მომსახურებებზე, რომლითაც თქვენ სარგებლობთ ან/და გაქვთ გამოწერილი. ის მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

  • თქვენ სახელით, მისამართით, სატელეფონო ნომრით, დაბადების თარიღით და ელექტრონული ფოსტის მისამართით;
  • ინფორმაციით საკრედიტო და სადებეტო ბარათის შესახებ, ინფორმაციით თქვენი საბანკო ანგარიშის ნომრის და საბანკო ბარათის 16 ნიშნა ნომრის ან სხვა საბანკო ინფორმაციის შესახებ;
  • ინფორმაციით თქვენი პრეფერენციების შესახებ კონკრეტულ პროდუქტებთან, მომსახურებასთან, ცხოვრების სტილთან დაკავშირებულ მოქმედებებთან მიმართებით, როდესაც მას გვიზიარებთ ან როდესაც ჩვენ მას ამგვარად ვვარაუდობთ, თქვენ მიერ ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურებების გამოყენების სტილიდან გამომდინარე;
  • თქვენი ჩვენთან კომუნიკაციის შინაარსით, როგორიცაა შენიშვნა ან სატელეფონო ზარის ჩანაწერი, რა ზარიც თქვენ განახორციელეთ ჩვენ რომელიმე საკონტაქტო ცენტრში, ელექტრონული საფოსტო შეტყობინება ან წერილი, რომელსაც თქვენ ჩვენთან აგზავნით ან თქვენი ჩვენთან კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა სახის ჩანაწერები;
  • ინფორმაციით თქვენი ანგარიშის შესახებ, როგორიცაა მონაცემები გადაუხდელი თანხების ან განხორციელებული გადახდების თარიღების შესახებ, სააბონენტო ანგარიშის შევსების შესახებ, იმ სააბონენტო მომსახურებების შესახებ, რომლითაც თქვენ სარგებლობთ ან ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება თქვენ ანგარიშს.

2.2. ჩვენ ასევე ვაგროვებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ხდება თქვენ მიერ ჩვენი პროდუქტებითა და მომსახურებებით სარგებლობა, როგორიცაა ინფორმაცია:

  • სატელეფონო ნომრების შესახებ, რომელთანაც თქვენ რეკავთ ან აგზავნით შეტყობინებებს (ან სატელეფონო ნომრების შესახებ, რომელთაგან თქვენ იღებთ ზარებს ან შეტყობინებებს);
  • ჩვენი ქსელის მეშვეობით თქვენს მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების განხორციელების (გაგზავნის) თარიღის, დროის და ხანგრძლივობის შესახებ, ასევე ინფორმაცია ამგვარი კომუნიკაციის განხორციელებისას თქვენი მიახლოებითი ადგილმდებარეობის შესახებ;
  • მომსახურების ხარისხის შესახებ, რასაც იღებთ – მაგალითად, ინფორმაცია ქსელის შეფერხებების და ქსელში დაფიქსირებული სხვა შემთხვევების შესახებ, რომელთაც შესაძლებელია გავლენა იქონიონ ჩვენი ქსელის მომსახურებებზე;
  • ინტერნეტში ნავიგაციის თარიღის, დროის, ხანგრძლივობის და ნავიგაციის დროს თქვენი მიახლოებითი ადგილმდებარეობის შესახებ.

3. თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენება

3.1. ჩვენ შესაძლებელია გამოვიყენოთ და გავაანალიზოთ თქვენ შესახებ ინფორმაცია, რათა:

  • თქვენი განაცხადის შეფასების მიზნით შევამოწმოთ საკრედიტო ბალანსი, იმ შემთხვევაში თუ თქვენ განზრახული გაქვთ საკომუნიკაციო მომსახურების შეძენის მიზნით გააფორმოთ ხელშეკრულება;
  • დავამუშაოთ თქვენ მიერ ჩვენგან შეძენილი საქონელი და მომსახურებები და მოგაწოდოთ ინფორმაცია თქვენი შეკვეთის დამუშავების მსვლელობის/მიმდინარეობის შესახებ;
  • ზოგადად მოგაწოდოთ ინფორმაცია ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ (თუ თქვენ უარს არ განაცხადებთ ჩვენი მარკეტინგული ინფორმაციის მიღებაზე სათანადო ფორმით);
  • მოგაწოდოთ შესაბამისი მომსახურება ან პროდუქტი. ეს შეეხება სხვა მომსახურებებსაც, რომლებსაც არ მოიცავს ჩვენთან გაფორმებული თქვენი ხელშეკრულება და ასევე იმ მომსახურებებსაც, რომლებიც იყენებენ ინფორმაციას თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ თქვენ მიერ მობილური მოწყობილობის გამოყენებისას (გეოლოკაციის შესახებ ინფორმაცია) და მომსახურებებში და პროდუქტებში ცვლილებების შესახებ თქვენთვის შეტყობინებებით დაკავშირების მიზნით;
  • დაგიკავშირდეთ შეთავაზებების და აქციების თაობაზე იმაზე დაყრდნობით თუ როგორ იყენებთ თქვენ ჩვენ პროდუქტებსა და მომსახურებებს. ეს მოიცავს თქვენი ზარის განხორციელების და შეტყობინებების გაგზავნის აქტივობას, ინფორმაციას ადგილმდებარეობის და ინტერნეტ ნავიგაციის შესახებ (თუ თქვენ უარს არ განაცხადებთ ასეთი შეტყობინებების მიღებაზე სათანადო ფორმით – დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ მე-2 პუნქტი „პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ“);
  • ჩვენი პროდუქტებით და მომსახურებით სარგებლობისათვის დაგარიცხოთ მომსახურების საფასური ან თქვენგან მივიღოთ შესაბამისი ოდენობის გადასახდელი თანხა
  • პასუხი გაგცეთ ნებისმიერ კითხვაზე ან გამოხატულ ინტერესზე, რაც შესაძლებელია გაგაჩნდეთ ჩვენი ქსელით, პროდუქტებითა და მომსახურებებით სარგებლობასთან დაკავშირებით;
  • გაცნობოთ სხვა კომპანიების პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ, რომლებიც ჩვენი ვარაუდით შესაძლებელია საინტერესო აღმოჩნდეს თქვენთვის (მათ შორის, ის შეთავაზებები და ფასდაკლებები, რაც კონკრეტულად ჩვენი მომხმარებლებისათვის შეთავაზების მიზნით არის შემუშავებული მათთან);
  • ჩვენი ქსელის დასაცავად და ასევე სატელეფონო ზარების, ტექსტური შეტყობინებების და ქსელით სხვაგვარი სარგებლობის სამართავად. მაგალითად, ჩვენ ვადგენთ სარგებლობის პიკურ პერიოდებს და ამ მიზნით ვცდილობთ და უზრუნველვყოფთ, რომ ქსელმა შეძლოს ასეთი დროის პერიოდებში ამ მოცულობების დამუშავება;
  • დავადგინოთ, თუ როგორ სარგებლობთ ჩვენი ქსელით, პროდუქტებითა და მომსახურებებით. ამ საშუალებით, ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა განვავითაროთ უფრო საინტერესო და შესაფერისი პროდუქტები და მომსახურებები, ისევე როგორც მოვახდინოთ ჩვენს მიერ შეთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურებების ინდივიდუალიზაცია;
  • ჩავატაროთ კვლევები, მარკეტინგული და სტატისტიკური ანალიზები, მათ შორის, ანონიმურ ან პერსონალიზებულ საფუძველზე მონიტორინგი იმის თაობაზე, თუ როგორ სარგებლობენ მომხმარებლები ჩვენ ქსელით, პროდუქტებითა და მომსახურებებით;
  • აღმოვაჩინოთ და თავიდან ავიცილოთ თაღლითური შემთხვევები და სხვა სახის დანაშაულები, ამოვიღოთ დავალიანებები ან გამოვავლინოთ დავალიანების მქონე მომხმარებლები;
  • მესამე მხარეებს მივაწოდოთ აგრეგირებული ანგარიშები (ამგვარი ანგარიშები არ შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია თქვენი პიროვნების იდენტიფიკაცია);

3.2. ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ წარმოადგენს თქვენ მიახლოებით ადგილმდებარეობას, რაც ეფუძნება უახლოეს მობილური სადგურის მონაცემებს. შედეგად, ის იცვლება იმისდა მიხედვით თუ როგორ გადაადგილდებით მობილურ ტელეფონთან ერთად;

3.3. ჩვენ შევინახავთ თქვენ შესახებ ინფორმაციას იმ ვადით, რაც მოთხოვნილია კანონმდებლობით. იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს სამართლებრივი მოთხოვნა, ჩვენ მას შევინახავთ მხოლოდ იმ ვადით, რა ვადითაც ჩვენ გვაქვს ამის საჭიროება. ჩვენ ასევე შევინახავთ თქვენ შესახებ გარკვეულ პერსონალურ ინფორმაციას ხელშეკრულების შეწყვეტიდან გონივრული ვადით – მხოლოდ იმ შემთხვევისათვის, თუ თქვენ გადაწყვეტთ ჩვენი მომსახურებებით ხელახლა სარგებლობას. ამ დროის განმავლობაში ჩვენ, ან ჩვენი რომელიმე პარტნიორი კომპანია შესაძლებელია დაგიკავშირდეთ მაგთიკომის მომსახურებებთან დაკავშირებით, თუ თქვენ სათანადო ფორმით არ განგიცხადებიათ უარი ჩვენი მხრიდან მარკეტინგული ინფორმაციის მიღებაზე.

4. თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის გაზიარება

4.1. ჩვენ შესაძლებელია გავუზიაროთ თქვენ შესახებ ინფორმაცია:

  • მაგთიკომის აფილირებულ კომპანიებს;
  • იმ პარტნიორებსა და აგენტებს, რომლებიც ჩართული არიან იმ პროდუქტებისა და მომსახურებების მიწოდებაში, რომელიც თქვენ შეუკვეთეთ ან რომლითაც ისარგებლეთ ან გეგმავთ რომ შეუკვეთოთ ან ისარგებლოთ;
  • იმ კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობენ მაგთიკომის ან მისი აფილირებული კომპანიების სახელით მომსახურებების მიწოდებაში;
  • საკრედიტო საცნობარო, თაღლითური შემთხვევების პრევენციის ან სარეიტინგო სააგენტოებს ან სხვა კრედიტუნარიანობის შემოწმების სააგენტოებს;
  • დავალიანების ამოღების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს;
  • სამართალდამცავ ორგანოებს, მარეგულირებელ ორგანოს, სასამართლო ან სხვა საჯარო დაწესებულებებს, თუ ეს ჩვენ მოგვეთხოვება ან ნებადართულია კანონმდებლობით;
  • საგანგებო (ექსტრემალურ) სამსახურებს (იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ახორციელებთ სატელეფონო ზარს საგანგებო/ექსტრემალურ სამსახურში) მათ შორის თქვენი მიახლოებითი ადგილმდებარეობის შესახებ.

4.2. ჩვენ გავცემთ ინფორმაციას იმ შემთხვევაში თუ ის გონივრულად აუცილებელია თაღლითური შემთხვევისაგან ჩვენი დაცვის, ჩვენი უფლებებისა და ქონების დაცვის ან ჩვენი მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით;

4.3. ჩვენ გავცემთ ინფორმაციას იმ შემთხვევაში თუ ის გონივრულად აუცილებელია თაღლითური შემთხვევისაგან ჩვენი დაცვის, ჩვენი უფლებებისა და ქონების დაცვის ან ჩვენი მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით;

4.4. ჩვენ შესაძლებელია დაგვჭირდეს თქვენ შესახებ ინფორმაციის გადაცემა საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ სხვა კომპანიებზე და მომსახურების მიმწოდებლებზე. ეს შესაძლებელია მოხდეს იმ შემთხვევებში, თუ ჩვენი სერვერები ან მიმწოდებლები ან მომსახურების მიმწოდებლები 4 განთავსებულია/იმყოფებიან საქართველოს ფარგლებს გარეთ ან თუ თქვენ სარგებლობთ ჩვენი პროდუქტებით და მომსახურებებით საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს.

4.5. ჩვენ შესაძლებელია ასევე გავუზიაროთ თქვენ შესახებ ინფორმაცია იმ პარტნიორ ორგანიზაციებს, რომლებიც გულმოდგინედ იქნა შერჩეული, რათა ისინი დაგიკავშირდნენ თავიანთ პროდუქტებსა და მომსახურებებთან დაკავშირებით.

5. თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვა

5.1. ჩვენ გვყავს სპეციალიზებული უსაფრთხოების გუნდი, რომელიც მუდმივად ამოწმებს და ახდენს იმ ზომების გაუმჯობესებას, რომელთა მიზანია პერსონალური ინფორმაციის დაცვა უნებართვო წვდომისაგან, შემთხვევითი წაშლისაგან, გამჟღავნებისაგან ან განადგურებისაგან.

5.2. თუ ჩვენ გაგვაჩნია სახელშეკრულებო ურთიერთობა ისეთ ორგანიზაციასთან, რომელიც გვაწვდის მომსახურებებს ან მომსახურებას და ჩვენი სახელით ამუშავებს თქვენ შესახებ პერსონალურ ინფორმაციას, ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ ისინი იღებდნენ სათანადო უსაფრთხოების ზომებს დაამუშაონ თქვენ შესახებ პერსონალურ ინფორმაცია მხოლოდ ჩვენგან ნებადართულ ფარგლებში. ასეთ ორგანიზაციებს არ ეძლევათ უფლება გამოიყენონ თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია თავიანთი მიზნებისათვის. თუ ამის აუცილებლობა არსებობს, ჩვენი უსაფრთხოების გუნდი ამოწმებს მათ, რათა ისინი აკმაყოფილებდნენ ჩვენ მიერ დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს.

5.3. ინტერნეტის (როგორიცაა ელექტრონული ფოსტა, მაგრამ არამხოლოდ) საშუალებით გადაცემული კომუნიკაცია არ არის უსაფრთხო, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის არის დაშიფრული. თქვენმა კომუნიკაციამ შესაძლოა გაიაროს რამდენიმე ქვეყანა, სანამ ის მიაღწევს დანიშნულების ადგილს – რადგან ასეთია ინტერნეტის ბუნება. ჩვენ არ შეგვიძლია პასუხისმგებლობა ავიღოთ იმ ნებისმიერ უნებართვო წვდომაზე ან პერსონალური ინფორმაციის დაკარგვაზე, რაც ცდება ჩვენი კონტროლის ფარგლებს.

6. კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული თქვენი უფლებები

6.1. თქვენ შეგიძლიათ მოგვწეროთ ნებისმიერ დროს იმ პერსონალური ინფორმაციის ასლის მიღების მიზნით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია თქვენთან დაკავშირებით.

6.2. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ჩვენ გაგვაჩნია თქვენ შესახებ არაზუსტი ინფორმაცია გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენ ცხელ ხაზს სათანადო ფორმით.

6.3. თქვენ შეგიძლიათ უარი განაცხადოთ მარკეტინგული ინფორმაციის მიღებაზე სათანადო ფორმით.